აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 19.09.2018
ნანახია: 812

ბაქოში, უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი თავად მუხთარლიმ შეიტანა. ის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გადახედვას ითხოვდა.

მუხთარლის ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენებაში დასდეს. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცება საქართველოს მთავრობამ, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო სამსახურისა და საბაჟოს თანამშრომლებმა განახორციელეს.

ცნობისთვის,  აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე