რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 19.09.2018
ნანახია: 1300

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს.

წინასწარი ინფორმაციით, მოპარულია 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.

მძარცველებმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანებით მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისთვის, რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე