ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.09.2018
ნანახია: 835

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, კიდევ ერთი ავტომობილი დაზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი პირი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე