ისრაელი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხიმგებლობას სირიას, ირანსა და „ჰეზბოლას“ აკისრებს

საქართველო, თბილისი - 17:20 | 18.09.2018
ნანახია: 804

ისრაელი ხმელთაშუა ზღვაში რუსული ილ-20-ის ჩამოგდებაში სირიას, ირანსა და ლიბანურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს.  


„ისრაელს მიაჩნია, რომ ასადის რეჟიმი, რომლის სამხედროებმაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სრულად არის პასუხიმგებელი ამ ინციდენტზე“, - ნათქვამია ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ისრაელი ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს ირანსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“.

ეს ისრაელის ხელისუფლების მხრიდან სირიის სანაპიროსთან თვითმფრინავის ჩამოდგების შემდეგ პირველი რეაქციააა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა რუსული თვითმფრინავი ფარად გამოიყენა, რის შედეგად ილ-20 სირიის ჰაერსაწინაააღმდეგო ძალების დარტყმის ქვეშ მოექცა.

ილ-20 ისრაელის მიერ ლატაკიის პროვინციაში სირიის ობიექტების დაბომვბის დროს სირიის არმიამ შეცდომით ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 15 რუსი სამხედრო.

რუსეთის თვდაცვის სამინისტრო ისრაელის ქმედებას მტრულს უწოდებს და ისრაელის მიმართ საპასუხო ზომებით იმუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე