აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ 31 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 18.09.2018
ნანახია: 654

აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ძირითადი დარტყმა  ჩრდილოეთ კაროლინას შტატმა მიიღო, სადაც 24 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო Associated Press-ის მონაცემებით, შტატის 600 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მეზობელ სამხრეთ კაროლინაში კი 60 ათასზე მეტი. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობა მოხდა.  

სინოპტიკოსების მონაცემებით, „ფლორენსი“ ჯერ შტორმამდე დასუსტდა, ამჟამად კი პოსტ-ტროპიკული ციკლონად გადაკვალიფიცირდა. ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 11 მეტრს შეადგენს, თუმცა უახლოეს დღეებში „ფლორენსი“ შესაძლოა კვლავ გაძლიერდეს.

 „ფლორესნი“ აშშ-ის სანაპიროს თავს 14 სექტემბერს დაატყდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე