მორგში „მიცვალებული ადგა“

საქართველო, თბილისი - 16:01 | 18.09.2018
ნანახია: 1163

 პოლონეთის ქალაქ სემიანოვიც-სლენსკეში 31 წლის კშიშტოფ ნოვაკი საავადმყოფოს ნაცვლად მორგში აღმოჩნდა.

როგორც უცხოური მედია წერს, მამაკაცი, რომელიც ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაში გონება დაკარგა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მას სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს და მორგში გაგზავნეს. თუმცა მამაკაცი პროზექტურის მაცივარში გონს მალე მოვიდა.

სიცივისგან აკანკალებული მამაკაცი დაწესებულების დაცვის წევრმა აღმოაჩინა, რომელიც მას თბილ პლედს სთხოვდა.

ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, კშიშტოფმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა და წვეულებაზე დაბრუნდა, რაღა თავისი „მკვდრეთით აღდგომა“ აღენიშნა.

ამასთან, საქმეში სამართალდამცველები ჩერთვნენ, რომლებმაც მომხდარის გამოძიება დაიწყეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე