მსურს დავრჩე პატიმრობაში - მირზა სუბელიანი

საქართველო, თბილისი - 15:23 | 18.09.2018
ნანახია: 831

მე არ მსურს აღკვეთის ღონისძიება შემეცვალოსმსურს დავრჩე პატიმრობაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას დაესვას წერტილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა პროცესზე განაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობისას ბრალდების მხარემ მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

"მოგეხსენებათ, ამ საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესია. ეს არ არის პოპულარიზაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები. ეს უდიდესი ტკივილია, ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს.

მე არ მსურს აღკვეთის ღონისძიება შემეცვალოს, მსურს დავრჩე პატიმრობაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას დაესვას წერტილი", - განაცხადა სუბელიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე