თუ ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:41 | 18.09.2018
ნანახია: 963

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება პარტიის ლიდერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-ს  განუცხადა, ნატო ჩხეიძესთან დაპირისპირება არ ჰქონია და მისთვის გაურკვეველია რატომ დატოვა დეპუტატმა პარტია.

ინაშვილის განცხადებით, ის ამ დრომდე ცდილობს უკვე ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებას, თუმცა ნატო ჩხეიძე მის ზარებს არ პასუხობს.

ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება, ხოლო ინაშვილი პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობასაც ვერ შეინარჩუნებს.

„გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა.

თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია.  

ჩვენც გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით. შევეცდები რომ შევხვდეთ, თუ ვერ შევხვდი შევხვდებით ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე“-ამბობს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის დეპუტატმა  ნატო ჩხეიძემ განცხადება “პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შესახებ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე