სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - დაღუპულია 15 რუსი ჯარისკაცი

საქართველო, თბილისი - 12:27 | 18.09.2018
ნანახია: 747

რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20, შეცდომით სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. რუსეთის ხელისუფლება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინვმა რუსული თვითმფრინავი ფარად გამოიყენა, რის შედეგადაც სირიის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დარტყმის ქვეშ მოყვა.

რუსეთის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის თქმით, ისრაელის ოთხმა სახედრო თვითმფრინავმა სირიის ქალაქ ლატაკიაში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მისი განცხადებით, დაბომბვა ხმელთაშუა ზღვის მხრიდან, დაბალი სიმაღლიდან, ფრანგული ფრეგატის სიახლოვეს მდებარე ტერიტიორიიდან განხორციელდა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელმა რუსეთი დაგეგმილი ოპერაციის შესახებ არ გააფრთხილა. ბოლო მონაცემებით, რუსული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 15-ვე რუსი სამხედრო დაიღუპა. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე