ყვარლის მუნიციპალიტეტში 4 დღის წინ დაკარგულ 25 წლის ქალს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 11:32 | 18.09.2018
ნანახია: 766

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლის-ყურეში 25 წლის ქალს ეძებენ. ასიათასაიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ის სახლიდან მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა. მათივე თქმით, ამავე მიზეზით ქალმა თვითმკვლელობაც სცადა.

სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცავები არიან ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, საიდოვამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე