ბათუმში 47 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:27 | 18.09.2018
ნანახია: 721

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა.

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა  15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 47 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე