ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 17.09.2018
ნანახია: 1029

ცნობილ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს. ამის შესახებ გაზეთი Aydinlikი წერს.
როგორც მანამდე სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინებოდა, დეპარდიე ფხენიანში შენიშნეს, სადაც ჩრდილოეთ კორეის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავი ზეიმის სამზადისი მიმდინარეობს. ჟურნალისტებმა დეპარდიე ფხენიანის ერთ-ერთ ბარში დაინახეს, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.

 “ოქტომბერში თურქეთში ჩასვლას და ერდოღანთან მოლაპრაკებას ვგეგმავ“, - განაცხადა მსახიობმა და აღნიშნა, რომ თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს. ეს განცხადება მან ფხენიანში ყოფნის დროს გააკეთა.

2013 წლის 1 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.  ამასთან, დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაც შეინარჩუნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე