უკრაინელ ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:07 | 17.09.2018
ნანახია: 768

NewsOne-ს ჟურნალისტს დარინა ბილერს თავს დაესხნენ. ინციდენტი უკრაინის გენერალური პროკურატურის შენობასთან მოხდა. პირდაპირი ჩართვის დროს უცნობმა პირებმა ჟურნალისტს თავში ჩაარტყეს. ბილერმა მუშაობა მაინც განაგრძო, მაგრამ მას ქალი მიუახლოვდა და მიკროფონის წართმევა სცადა, პირდაპირი ეთერი შეწყდა. ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა. 

Newsone-ს ცნობით, თავდამსხმელთა შორის იყვნენ მსოფლიო ბროვარის ტელვიზიის თანამშრომლები და უკრაინელი რადიკალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე