ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 17.09.2018
ნანახია: 832

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.  ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

როგორც ინციდენტის დროს ტოტალიზატორში მყოფი პირები ამბობენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ, თუმცა მამაკაცი მედიკოსებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე