პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულების გაუქმებას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 17.09.2018
ნანახია: 725

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებას ხელი მოაწერა. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის 1997 წელს გაფორმდა.

ხელშეკრულების გაუქმების ინიციატორი პოროშენკო იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნოტას რუსეთის ფედერაციას 30 სექტემბრამდე გაუგზავნის, რადას კი შესაბამის კანონპროექტს წარუდგენს. შეთანხმების გაწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ სწორედ უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ხელშეკრულების თანახმად, გამყარებული უნდა ყოფილიყო სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი, არსებული საზღვრების დაურღვევლობის აღიარება, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე