ფილიპინებზე ტაიფუნს 65 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 17.09.2018
ნანახია: 601

სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებზე, დამანგრეველი ტაიფუნის, „მანგხუტის“ შედეგად. დაკარგულად 43 ადამიანია მიჩნეული. ტაიფუნით გამოწვეულმა მეწყერმა თითქმის მთლიანად დაანგრია ქალაქი იტოგონი. დროებით თავშესაფარში რჩება 155 ათასამდე ადამიანი.

ფილიპინების შემდეგ „მანგხუტი“ თავს დაატყდა ჩინეთის გუანდუნის პროვინციას და ჰონკონგს. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი და სამასზე მეტი დაშავდა. ტაიფუნმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. ჩინეთში სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია სამ მილიონზე მეტი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე