კომპიუტერის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა მადრიდის მეტროში

საქართველო, თბილისი - 12:44 | 17.09.2018
ნანახია: 679

ექვსი ადამიანი დაშავდა მადრიდის მეტროში ნოუთბუქის აფეთქების შედეგად.
გაზეთ El Mundo-ს ცნობით, კომპიუტერი ერთ-ერთი მგზავრის ჩანთაში იდო. სხვებთან ერთად  დაშავდა ნოუთბუქის მფლობელიც.

აფეთქების შემდეგ მატარებლის ვაგონში დაიწყო პანიკა, მგზავრებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ტერაქტი მოხდა.

ინციდენტი „პრინსიპე დე ვარგარას“ მეტროსადგურზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე