ქარიშხალ „ფლორენსს“ აშშ-ში 18 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 17.09.2018
ნანახია: 649

სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა ქარიშხალ „ფლორენსს“ აშშ-ში. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება.

მედიის ცნობით, წყლის დონე ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სხვადასხვა ნაწილში კვლავ მაღალია, რაც მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გზების უმეტესობა წყლით არის დაფარული. 15 ათასამდე მცხოვრები დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილი. შტატში 500 თასზე მეტი ოჯახი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 „ფლორენსი“ დასავლეთისკენ 9,6 კმ-სთის სიჩქარით გადაადგილდება. მეტეოროლოგების განცხადებით, კვლავ არსებობს მეწყერისა და წყალდიდობის საშიშროება.

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი პარასკევს დაატყდა თავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ხელისუფლების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე