სოლსბერიში რესტორნის სტუმრების შეუძლოდ გახდომის მიზეზი „ნოვიჩოკი“ არ არის - პოლიცია

საქართველო, თბილისი - 11:47 | 17.09.2018
ნანახია: 640

სოლსბერიში რესტორან Prezzo-ში ორ სტუმარს, რომლებმაც თავი შეუძლოდ იგრძნეს, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნება. ამის შესახებ უილტშირის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

დაშავებულები არიან 40 წლამდე მამაკაცი და 30 წლის ქალი. „ცოტა ხნის წინ ქალაქში მომხდარი მოვლენებისა და საფრთხის გამო, რომ შესაძლოა წყვილი უცნობი ნივთიერებით ყოფილიყვნენ მოწამლული, ყველა საგანგებო სამსახურმა უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კველვა უტარდებათ. „ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, იმის რომ ეს ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო“, - ამტკიცებს პოლიცია.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ იგრძნო წყვილმა თავი ცუდად. ამასთან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას განაგრძობს. რესტორანი სამართალდამცველების მიერ არის შემოსაღზვრული.

პოლიციის განცახდებაში არაფერია ნათქვამი დაშავებულების ვინაობისა და მოქალაქეობის შესახებ. ამასთან, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფოემაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მათგანი ეროვნებით რუსია.

Prezzo 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს რეტორან Zizzi-სგან, სადაც ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამვლის დღეს სადილობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე