მშობელი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:24 | 17.09.2018
ნანახია: 710

მთავარი ამოცანაა, მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც მანდატურების უფლებების გაფართოებას შეეხება.

„მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის გაზრდა, მუდმივი გადამზადება, ტრენინგები. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. გათვალისწინებულია, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები არა როდესაც რაიმე ფაქტი მოხდება, არამედ პრევენციისთვის. 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ გასაკეთებელია ამ კუთხით სამუშაოები, რაზეც ვმუშაობთ. ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება", - განაცხადა ბატიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე