გიორგი მარგველაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა
საქართველო, თბილისი - 11:02 | 17.09.2018 ნანახია: 702საქართველოს პრეზიდენტი 51-ე საჯარო სკოლას ეწვია, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო წლებია, იმ ტრაგედიამ, კი რომელიც ამ სკოლაში განიცადეს, უფრო კეთილები უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის.
"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა.
ისინი, ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომლიც თქვენ განიცადეთ.
ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც.
მინდა, პატარების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც კიდევ უფრო ბედნიერი იქნება. პედაგოგებს კი, დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ და სიყვარულით აი მთელი პრობლემების დაძლევას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა