ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 14.09.2018
ნანახია: 1237

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დღევანდელი, 89-ე შეხვედრა დატოვეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე