კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქველმოქმედებისთვის შიშველი ფოტოები გადაიღეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 16:36 | 14.09.2018
ნანახია: 1044

კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროტიკული კალნედრისთვის შიშველი ფოტოები გადაიღეს. ამის შესახებ  The Sun-ი წერს. მისი გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

ეროტიკული ფოტოსესიის მონაწილეები კემბრიჯის უნივერსიტეტის სპორტული გუნდების წევრები არიან. 

თამამი ფოტოები ცნობილი სასწავლო დაწესებულების ღირშესანიშნაობების ფონზე და შენობის შიგნით არის გადაღებული. 

იმისთვის, რომ  გამვლელები შოკში არ ჩაეგდოთ, ეროტიკული ფოტოსესიები დილით იმართებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, ერთ-ერთი გადაღების დროს მათემატიკის ხიდზე შიშველ გოგონებს რამდენიმე ტურისტი გადაეყარა. 

გავრცელებული ცნობით, კალენდრის გაყიდვიდან მიღებული სახსრები იმ ადამიანებს გაეგზავნება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ასევე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს. ამის გარდა, თანხის ნაწილი იმ ორგანიზაციებს ჩაერიცხებათ, რომლებიც სუიციდის პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი. 

 

ფოტოები კევინ ლოუმ გადაიღო, რომელიც წინა კალენდარზეც მუშაობდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე