გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს შეაგინა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 14.09.2018
ნანახია: 1788

გორში, მერიის შენობასთან სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე იმყოფებებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მივიდა. 

დავით რაზმაძესა და ზაზა სარალიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რაზმაძემ სარალიძეს შეაგინა. 

დავით რაზმაძემ აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე