ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გორში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 15:25 | 14.09.2018
ნანახია: 748

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ გორის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი და მისი მხარდამჭერები მართავენ. ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და სამართალდამცავები მკვლელს ხელს აფარებენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის თქმით, საქმე აღძრულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე, თუმცა, იცის, რომ მისი შვილი მოკლულია.

გორში აქციის გამართვამდე მერებაშვილმა თანასოფლელებთან სოფელ ხელთუბანთან ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გზის გახსნას ცდილობდნენ, დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოგვიანებით, მერაბ მერებაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის გორში გამართვის შესახებ და გორში შინაგან საქმეთა მინისტრისა და პროკურატურის ხელმძღვანელების ჩასვლა მოითხოვა. გორის მერიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე