სექსუალური უმცირესობების ფესტივალები მკაცრად უნდა დაიგმოს, კანონის ფარგლებს მიღმაც კი - მოლდოვას პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 14.09.2018
ნანახია: 672

მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა სექსუალური უმცირესობების ღონისძიება დაგმო და განაცხადა, რომ ის ამორალურ პრინციპებს ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებობს ფენომენების პროპაგანდა, რომელიც საზოგადოებრივ ფასეულობებს შეურაცხყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროპაგანდა მოლდოვაში არ უნდა არსებობდეს. სექსუალური უმცირესობების ფესტივალების გამართვა, ასევე ღონისძიებები, რომლებიც ავრცელებენ ამორალურ პრინციპებს, მკაცრად უნდა დაიგმოს, კანონის ფარგლებს მიღმაც კი“, - განაცხადა დოდონმა ოჯახების მსოფლიო კონგრესის გახსნაზე.

 „მიგვაჩნია, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში, ოჯახი კი ეს კაცისა და ქალის, დედისა და მამის კავშირია“, - აღნიშნა დოდონმა  და განაცხადა, რომ მომდევნო წელი ქვეყანაში ოჯახის წლად გამოცხადდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე