სინტია ნიქსონი ნიუ იორკის მოქმედ გუბერნატორთან პრაიმერიზში დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 14.09.2018
ნანახია: 825

მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელიც სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ შესრულებული მირანდას როლით არის ცნობილი, ნიუ-იორკის შტატის მოქმედ გუბერნატორთან ენდრიუ კუომოსთან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დამარცხდა. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობი ნება.

კუომომ ნიქსონს 30 პროცენტით აჯობა. ბიულეტინების დათვლის შემდეგ კუომომ ამომრჩეველთა 65,6 პროცენტი მიიღო. ნოემბერში დანიშნული არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კუომოს გუბერნატორად მესამე ვადით აირჩევენ.

დამარცხების შემდეგ ნიქსონმა ბრუკლინში თავის მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ კამპანიის სხვა მონაწილეებმა, კუომოსგან განსხვავებით ის სათანადოდ ვერ შეაფასეს. მედიის ცნობით, კუომომ კამპანიაზე 25 მლნ დოლარი დახარჯა.

„ტვიტერში“ ნიქსონმა მხარდამჭერებს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ სათავე დავუდეთ მასშტაბურ რაღაც ახალს და ეს დღეს არ დასრულდება. ეს მხოლოდ დასაწყისია და მე ვიცი, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ნიქსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე