მასაჩუსეტსის შტატში გაზის გაჟონვის გამო 40-მდე სახლი აფეთქდა, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:10 | 14.09.2018
ნანახია: 891

ამერიკის მასაჩუსეტსის შტატის 40-მდე სახლში გაზის გაჟონვის გამო აფეთქებები მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი. ამის შესახებ  ტელეარხი  NBC News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაღუპული 11 წლის ლეონელ რობსონია, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომობილს, სადაც ბიჭი იმყოფებოდა, აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი მილი დაეცა.

აფეთქებების მიზეზი გაზის კომპანია Columbia Gas-ში ბუნებრივი აირის მიწოდებაში გარკვეული დარღვევები გახდა.

ქალაქების ლოურენსის, ანდოვერისა და ჩრდილოეთ ანდოვერის მცხოვრებლებს, რომლებიც გაზს კომპანია Columbia Gas-დან იღებენ, სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს და გააფრთხილეს არ გამოიყენონ მობილური ტელეფონები და ელექტრომოწყობილობები, რათა ხანძრის გაჩენის საფრთხე არ შეიქმნას. ადგილობრივმა ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ, საფრთხის აცილების მიზნით, ქალაქებში ელქტრომომარაგება შეწყვიტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე