სკრიპალების მოწამვლის საქმეში დადანაშაულებული ორი პირი აცხადებს, რომ სოლსბერიში ტურისტული მიზნით ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 17:15 | 13.09.2018
ნანახია: 798

რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე აცხადებს, რომ მარტში ისინი ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

რუსეთის მთავრობის მიერ დაფინასებულ ინგლისურენოვან ტელეარხ „RT“-სთან ინტერვიუში, ეჭვმიტანილებმა, უარყვეს მკვლელობაში მონაწილეობა უარყვეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის თხოვნით რა დროსაც, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ რუსეთმა დაადგინა იმ ორი მამაკაცის ვინაობა, რომელთაც ბრიტანეთი ადანაშაულებს ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ისინი, რასაკვირველია, სამოქალაქო პირები არიანო, დასძინა პუტინმა, რითაც სავარაუდოდ გამოეხმაურა ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებას, რომ ორივე ეჭვმიტინილი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ) თანამშრომელი. ყოფილმა ჯაშუშმა სკრიპალმა და მისმა ქალიშვილმა 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მოწამვლის შემდეგ რამდენიმე კვირა დაჰყვეს საავადმყოფოში. ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მოსკოვს, რომელიც ბრალდებას უარყოფს. ბრიტანეთი ეჭვმიტანილებად ასახელებს ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს, რომლებზეც დაპატიმრების ევროპული ორდერი გაიცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე