გერმანიაში ტერაქტის მომზადებისთვის 17 წლის მოზარდი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 13.09.2018
ნანახია: 688

გერმანიის პოლიციამ დააკავა 17 წლის მოზარდი, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა, რეინ-მაინის რეგიონში.
სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სავარაუდო დამნაშავე 1 სექტემბერს ქალაქ ფლორშტადში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მოზარდი ისლამისტური მოტივებით აპირებდა ტერაქტის მოწყობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით.

მოზარდი გერმანიის მოქალაქეა. მან დანაშაული აღიარა.

არასრულწლოვანმა ტერაქტის მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. მან მოიპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია  და საჭირო ქიმიკატები ინტერნეტით შეუკვეთა. ქიმიური ნივთიერებების უმნიშვნელო რაოდენობა პოლიციამ ჩხრეკის დროს მოზარდის სახლშიც აღმოაჩინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე