საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 13.09.2018
ნანახია: 836

სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა შვეიცარიაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

გამოცემა Local-ის ცნობით, ინციდენტი ქალაქ იონჩიოპინგში მოხდა. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. პოლიციელთა თქმით, ადამიანები გადარჩენის მიზნით მაღალი სართულების ფანჯრებიდან და აივნებიდან ხტებოდნენ.

ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ორმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში რჩებიან.

შენობიდან 200-მდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში ძირითადად სტუდენტები ცხოვრობენ.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ერთ-ერთი სტუდენტის ბინაში მოხდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე