რონალდუ კიდევ ერთ სასტუმროს პარიზში გახსნის

საქართველო, თბილისი - 14:43 | 13.09.2018
ნანახია: 1167

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პარიზში სასტუმროს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.

სასტუმრო ბრენდ CR7-ის ქვეშ გაერთიანდება. ის რიიგით მეექვსე იქნება და პარიზში 20121 წელს გაიხსნება.

ამჟამად ფუნქციონირებს რონალდუს ორი სასატუმრო: პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში და კუნძულ მადეირაზე.

2020 წელს დაგეგმილია კიდევ სამი სასტუმროს გახსნა - მადრიდში, ნიუ იორკსა და მარაკეშში.

საფრანგეთში რონალდუს სასტუმრო 60 მლნ ევროდ არის შეფასებული. პროექტში ინვესტიციები რონალდუსადა კომპანია Pestana-ს მიერ თანაბრად განაწილდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე