ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:24 | 13.09.2018
ნანახია: 782

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ცნობისთვის, ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა გუშინ დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე