საფრანგეთის პირველ ლედის კომედიურ სერიალში გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 14:14 | 13.09.2018
ნანახია: 664

საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი კომედიურ სერიალ „გასახდელებში“ ითამაშებს. ამის შეახებ გაზეთი Le Parisien-ი წერს.

ყოველ სეზონში სერიალი ახალ ცნობილ სახეს იწვევს.  ახალ, მე-8 სეზონში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პირველი ლედი, რომელიც საკუთარ თავს ითამაშებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიჯიტ მაკრონი დათანხმდა გადაღებებში მონაწილეობას, სადაც ის იძულებული იქნება ისაუბროს მისთვის ნაცნობ თემებზე არა ისე, როგორც ის მედიასთან ინტერვიუებში საუბრობს.

სერიალის პროდიუსერის სოფი დელოჩეს თქმით, ახალი სეზონი პოლიტიკურ ელფერს ატარებს.

სერიალ „გასახდელების“ გადაღებები 2011 წელს დაიწყო. მოქმედება საცურაო აუზის ტერიტორიაზე ხდება, ძირითადად გასახდელებში, სადაც იკრებებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. თითოეულ გმირს თავისი ისტორია და შეხედულებები აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე