მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 13.09.2018
ნანახია: 880

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი და მისი ცოლი ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდნენ, სადაც მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდათ. ეჭვმიტანილმა ჯერ ეს მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავისი ცოლი. ამის შემდეგ შენობაში შევიდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც მსროლელი ასევე თავს დაესხა და მოკლა.

შემდეგ ის ავტომობილით სხვა ტერიტორიაზე წავიდა, სადაც კიდევ ორი ადამიანი მოკლა. ბოლოს მან ავტომობილი გაიტაცა, სადა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა. დედა-შვილმა გაქცევა მოახერხა. ეჭვმიტანილი კი ავტოსადგომზე მივიდა, სადაც სუიციდი ჩაიდინა.

მკვლელობებს 30-ზე მეტი მოწმე ჰყავს. პოლიცია დანაშაულის მოტივებზე არ საუბრობს. დაწყებულია გამოძიება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე