გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:46 | 13.09.2018
ნანახია: 906

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში დაღუპული იპოვეს. 

არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე