პარლამენტის თავმჯდომარემ ქალ დეპუტატებს ხელოვნური წამწამებისა და ფრჩხილების გაკეთება აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 12.09.2018
ნანახია: 809

ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარემ ჯობ ნდუგაიმ ქალ დეპუტატებს შენობაში ყოფნის დროს ხელოვნური წამწამებისა და ფრჩხილების გაკეთება აუკრძალა.

 „ტანზანიის რესპუბლიკის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით ამიერიდან ვუკრძალავ პარლამენტის წევრებს შენობაში ხელოვნური წამწამებითა და ფრჩხილებით სიარულს“, - განაცხადა ნდუგაიმ და აღნიშნა, რომ მომავალში დეპუტატ ქალებს შესაძლოა  გადამეტებული მაკიაჟიც აეკრძალოთ.

მედიაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც სიტყვით ჯანმრთელობის მინისტრი გამოვიდა და ხელოვნური წამწამებისა დ ფრჩხილების მავნებლობაზე იასუბრა.

მისი თქმით, ექიმებს დახმარებისთვის 700-მდე ქალმა უკვე მიმართა იმ გართულებების გამო, რაც ხელოვნურმა წამწამებმა და ფრჩხილებმა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე