დიეგო მარადონაზე სერიალს გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 16:20 | 12.09.2018
ნანახია: 1433

კომპანია Amazon-ი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას შესახებ სერიალს გადაიღებს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის როლის შემსრულებლების კასტინგი უკვე ჩატარდა. მარადონას მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდში სამი მსახიობი შეასრულებს.

ასეთი პატივი წილად ხვდათ ნაზარენო კასეროს, ხუან პალომინოსა და ნიკოლას გოლდშმიტდს. სერიალი Amazon-ზე უახლოეს ხანებში გამოჩნდება.

მანამდე მარადონაზე ორი ფილმი უკვე გადაიღეს. კინოსურათების ავტორები ემირ კუსტურიცა და მარკო რიზი არიან.

მარადონა მსოფლიო ჩემპიონი 1986 წელს გახდა. ამ მომენტისთვის ის მექსიკური კლუბის „დორადოს დე სინალოას“ მთავარი მწვრთნელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე