ზვიად კუპრავა დედას გიტირებ - სოსო რობაქიძე ზვიად კუპრავას დაუპირისპირდა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 12.09.2018
ნანახია: 1133

თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გამოსული სოსო რობაქიძე ზვიად კუპრავას დაუპირისპირდა. სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.

რობაქიძის გაღიზიანება კუპრავას ბუტა რობაქიძის პროცესზე გამოჩენამ გამოიწვია.

"კუპრავა რატომ იმ მოწმეების დროს არ მოვიდა, როცა ჩემი მხრიდან მოწმე დაკითხეს? ახლა იმიტომ მოვიდა, თქვას, ნახეთ რა ხდებაო. ეს ავანტიურისტი! ეს ზონდერი! ზვიად კუპრავა დედას გიტირებ! შენ ვაჟკაცი ყოფილიყავი, დღეს გარეთ გამოხვიდოდი, ვირთხასავით გაგაპარეს! სანამ ეს ხალხი გვერდით უდგას ვინმეა, არავის არაფერი გამოუვა", - განაცხადა რობაქიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე