გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა - საჭეს ნასვამი მძღოლი მართავდა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 12.09.2018
ნანახია: 976

თბილისში, გლდანში ნასვამმა მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დედა-შვილი იმსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მძღოლი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მალევე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - 128-ე და 276-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე