ევროკავშირმა აშშ-ის ადგილი უნდა დაიკავოს - ჟან-კლოდ იუნკერი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 12.09.2018
ნანახია: 783

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი მსოფლიო ლიდერი  უნდა გახდეს, რადგან აშშ  პრეზიდენტ  დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მსოფლიო საკითხებში ნაკლებად მონაწილეობს.

იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ მისი  პოზიცია გაიზიაროს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა კავშირის შიგნით ერთიანობა, რაც ბოლო დროს შერყეულია.

ევროკავშირი ბოლო პერიოდში სერიოზულ შიდა წინააღმდეგობებს განიცდის. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზაციის დატოვება, მიგრაციის საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, ასევე მუდმივი მეტოქეობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე