საპატრიარქო მარიხუანის ექსპორტის წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 12:32 | 12.09.2018
ნანახია: 744

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაუშვებლად მიიჩნევენ კანაფის მოყვანას და წარმოებას ექსპორტზე გასატანად. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის, “ნარკოპოლიტიკა საქართველოში-გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება” მონაწილემ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობის ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.

მისი თქმით, როცა ქვეყანა სუსტია და საზღვრების დაცვაც უჭირს, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა დაფიქრდეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე. „ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით,  ეკლესიის პოზიციაა, რომ მარიხუანის მოწევისთვის ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ, თუმცა, უნდა არსებობდეს გარკვეული შემზღუდავი ზომები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე