ქარიშხალ „ფლორენსის“ მოახლოების გამო საგანგებო მდგომარეობა ვირჯინიის შტატშიც გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 12.09.2018
ნანახია: 606

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში ქარიშხალ „ფლორენსის“ მოახლოების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვირჯინიაში შესაბამისი გადაწყვეტილება სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 24 საათის შედმეგ მიიღეს.

სამივე შტატის ხელისუფლებამ ზოგიერთი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

ტრამპის განცხადებით, ადმინისტრაცია სრულიად მზად არის მოსალოდნელი ქარიშხლის დასახვედრად.

ამერიკის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა ქარიშხალ „ფლორენსის“ გაძლიერების შესახებ უკვე გააფრთხილა. შტორმი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროებს უახლოვდება და მას საფრთხის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე