ანტალიაში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 12.09.2018
ნანახია: 665

5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ანტალიის პროვინციაში. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ეპიცენტრი ქალაქ ქუმლუჯის რაიონში მდებარეობდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრა პოპულარულ კურორტებს არ შეხებია. ქუმლუჯის რაიონში, სადაც ეპიცენტრი მდებარეობდა, ტურისტული ზონები არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე