მკვლელებო, ამით ვერ დამახევინებთ უკან - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 11:10 | 12.09.2018
ნანახია: 951

ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საავადმყოფოდან აცხადებს, რომ მისი შვილის და ოჯახის შეურაცხყოფას არავის აპატიებს, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

"მკვლელებოოო ამით ვერ დამახევინებთ უკან. მკვდარი მეორედ არ კვდება!!! 
ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
ჩემი სადისტურად მოკლული შვილის და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ გაპატიებთ სანამ პირში სული მიდგას.

ამიერ ქვეყანაში თუ ვერ შევძლებ თქვენ გასამართლებას, იმიერში მაინც გაგასამართლებთ", - აცხადებს სარალიძე. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ამ დრომდე უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაკვირვებას საჭიროებს.  

წუხელ, აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.  ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე