ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 12.09.2018
ნანახია: 648

ავღანეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა, დაჭრილია კიდევ 165 ადამიანი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 32 დაღუპულისა და 128 დაშავებულის შესახებ.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგაჰარის პროვინციაში საპროტესტო აქციების დროს გუშინ აამოქმედა. დემონსტრანტები ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვდნენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა „თალიბანი“ ტერაქტან კავშირს უარყოფს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე