კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, რათა თავიდან ავიცილოთ კანონსაწინააღმდეგო პროცესი -პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:51 | 12.09.2018
ნანახია: 599

კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი.

„რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად. რეგულაციის ნაწილია ის, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“, – განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე