თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 12.09.2018
ნანახია: 742

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვევა, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

გიორგი მარგველაშვილის სახელით, ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე