ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა -Clearstream Banking S.A.- (ICSD) საკუთარ სისტემაში დაუშვა
საქართველო, თბილისი - 14:18 | 10.09.2018 ნანახია: 696საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის დახმარებით ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები (M2 Real Estate – ISIN: GE2700603436; Georgian Leasing Company – ISIN: GE2700603535; Nikora – ISIN: GE2700603493; Silknet - ISIN: GE2700603527; Georgian Lasing Company- (ISIN: GE2700603659) და MFO Crystal - (ISIN: GE2700603592) ერთერთ მსხვილ დეპოზიტარში Clearstream Banking S.A.-ის (ICSD) სისტემაში დაიშვა, რის შედეგადაც ეს ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომი გახდა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის.
Clearstream Banking S.A.-ში (ICSD) სისტემა საერთაშორისო ინვესტორებსა და კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინონ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. თუკი მანამდე ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ინვესტორს, ან დაინტერესებულ პირს უწევდა ანგარიშის გახსნა ლოკალურად ადგილობრივ საბროკერო ან მსგავს საინვესტიციო კომპანიაში, ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და შეინახონ პიდაპირ საერთაშორისო დეპოზიტარში ლოკალურ ბაზარზე ანგარიშის გახსნის გარეშე. ეს სიახლე ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე.
„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა-Clearstream Banking S.A.- (ICSD) ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები საკუთარ სისტემაში დაუშვა. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორატიული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, დაუზოგავს დროს და მათთვის ანგარიშსწორების პროცედურებს უფრო ეფექტურს გახდის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკანველიძემ.
ინფორმაციისთვის: Clearstream Banking S.A (ICSD) გახლავთ ერთერთი დიდი დეპოზიტარი მსოფლიოში ისეთ მსხვილ და განვითარებულ 57 ბაზარზე როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
2015 წლიდან Clearstream Banking S.A.-მა (ICSD) ლარი საკუთარ სისტემაში საანგარიშსწორებო ვალუტად დაუშვა. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების და IFI ბონდების შეძენა/შენახვა გახდა ამ დეპოზიტარში შესაძლებელი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა