იყავით ლიდერი, უფრო ყოჩაღი, უფრო შემტევი, უფრო დამაჯერებელი - დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 11.09.2018
ნანახია: 829

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი რომ ივანიშვილია, არ ვიცი, ბახტაძეს რატომ რცხვენია და რატომ უჭირს ამის აღიარება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მან პრემიერს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდა.

„პრემიერ-მინისტრის შეცვლის პროცესში, მან სრულიად ღიად და აშკარად განაცხადა თავისი როლის შესახებ და ისიც თქვა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და რატომ და ა.შ. ასე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“, რომ არის ივანიშვილი, მე არ ვიცი, ბახტაძეს რატომ უჭირს ამის აღიარება და რატომ რცხვენია ამის. მე მივმართავ, ვთხოვ, ვურჩევ, მოვითხოვ, როგორც მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრემიერის ბატონი ბახტაძისგან, იყავით ლიდერი, უფრო ყოჩაღი, უფრო შემტევი, უფრო დამაჯერებელი, ეს თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე Financial Times-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე - ვინ არის თქვენი ბოსი? უპასუხა, რომ ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე